ჩვენს შესახებ

კომპანია TbilisiDental დაფუძნებული 2007 წელს, წარმოადგენს სტომატოლოგიური პროდუქციის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს საქართველოს ბაზარზე. ვაწარმოებთ სხვადასხვა ბრენდის იმპორტს 20-მდე ქვეყნიდან. გაგვაჩნია სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, 2 მაღაზია თბილისში და  ერთი – ბათუმში.

ბოლო 15 წლის მანძლზე ვამარაგებთ სახელმწიფო და საუნივერსიტეტო კლინიკების 90 %-ს. წლის მანძილზე ვაკომპლექტებთ 15-20 ახალ კერძო კლინიკას საქართველოში და ვაწვდით პროდუქციას ყოველდღიურ რეჟიმში 500-მდე კლინიკას.

2025 წლიდან TbilisiDental-მა დააფუძნა შვილობილი კომპანია, რომელიც ოპერირებს მომსახურების სფეროში.  იგეგმება რამოდენიმე კლინიკის და ლაბორატორიის გახსნა საქართველოს მასშტაბით.

დიდი ყურადღება ეთმობა სტომატოლოგიურ ტურიზმს და უცხოელი პაციენტების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში.

პატივივისცემით,

ვალერი ნადირაშვილი

TbilisiDental, დირექტორი

საქართველოს სტომატოლოგიურ დილერთა ასოციაცია, დამფუძნებელი