

Tbilisi Dental-ი არის სტომატოლოგიური ბაზრის ლიდერი საქართველოში, რომელიც უკვე 2007 წლიდან წარმატებით ქმნის ხარისხის სტანდარტებს.
ჩვენ ვართ სტომატოლოგიური პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი, რომელსაც ამოძრავებს ერთი მიზანი: უზრუნველვყოთ ქართული მედიცინა მსოფლიო დონის მასალებითა და აღჭურვილობით.

ვაწარმოებთ იმპორტს მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან და მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ დადასტურებულ, მაღალი ხარისხის ბრენდებს.
ჩვენი სადისტრიბუციო ქსელი მოიცავს მთელ საქართველოს, ხოლო ჩვენი მაღაზია უზრუნველყოფს პროდუქციაზე მარტივ წვდომას.
2025 წლიდან ჩვენი ჯგუფი ახალ საფეხურზე გადადის. Tbilisi Dental-მა დააფუძნა შვილობილი კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.
ჩვენ ვართ პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ქართული სტომატოლოგიის მომავალზე.
ჩვენი კომპანია გეგმავს მაღაზიების, თანამედროვე კლინიკებისა და ლაბორატორიების გახსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აქტიურად ვმუშაობთ სტომატოლოგიური ტურიზმის განვითარებაზე, ვქმნით პირობებს, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი უცხოელი პაციენტებისთვის.
ჩვენი კლინიკა სრულადაა ადაპტირებული უცხოელ პაციენტებზე;
![]()
კმაყოფილი მომხმარებელი და ბედნიერი პაციენტი

Tbilisi Dental, დირექტორი
საქართველოს სტომატოლოგიურ დილერთა ასოციაცია, დამფუძნებელი