რას ვაკეთბთ?

1.მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტი.
2. ფასის და ხარისხის კონტროლი .
3. პროდუქციის შეძენა მარტივად.
4. გადახდის ყველაზე მოქნილი მეთოდი.
5. პროდუქციის მიწოდება უსწრაფესად DHL,
6. საქრთველოში პირველად სტომატოლოგიური მასალების ონლაინ მაღაზია და აუქციონი

ჩვენი ხედვა

უკვე დიდი ხანია რაც მომხმარებელი აქტიურად იყენებს ინტერნეტს – ყველაფერი ძალზედ მარტივი და მოსახერხებელია. მილიონობით ადამიანი ტყუილად არ ირჩევს პროდუქციის შეძენის ამ მეთოდს. უპირველეს ყოვლისა ეს დროის უდიდეს ეკონომიას იძლევა. აღარ არის საჭირო სასურველი ნივთის შესაძენად ერთი მაღაზიიდან მეორეში სიარული, დროის და ენერგიის ხარჯვა. ნივთის შეძენის პროცედურა ძალიან მარტივად პირდაპირ სახლიდან კეთდება სულ რამდენიმე წუთში.

ისტორიის დასაწყისი

2014 წელს ჩვენ დავაარსეთ სტომატოლოგიური მასალების კომპანია. შ.პ.ს GCTECH, 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი მაღაზია უამრავ კლიენტს ემსახურება და ცდილობს შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქტი,
2018 წლის 1 დეკემბრიდან ინტერნეტ მაღაზია www.Dental.Ge ახალი საიტით და ძრავით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. ახალი ძრავი კიდევ უფრო ავტომატიზირებულია, გარდა ამისა იგი აღჭურვილია ახალი ფუნქციონალით, რომელიც პროდუქციის შეძენას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ჩვენს შესახებ

კომპანია GcTech ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის: აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო მოგვეხდინა ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული  პროდუქციის იმპორტი, რაც უპირველესად  გულისხმობს  პროდუქციის  საიმედო ხარისხსა და  მისაღებ ფასს. სწორედ კომპანიის მსგავსი მიდგომა დაედო საფუძვლად ჩვენს სლოგანს – „ხარისხის და ფასის იდეალური თანხვედრა“.

კომპანიას გააჩნია ძლიერი ლოჯისტიკური სამსახური, რომელიც განაპირობებს პროდუქციის უწყვეტობას. პროფესიონალებისგან შემდგარი მეგობრული გუნდი კი უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ მიწოდებას დანიშნულების ადგილზე.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას და პროდუქციის ხარისხის კონტროლს თქვენთან ერთად 2014 წლიდან დღემდე, ჩვენმა კომპანიამ პირველად დაარსა საქრთველოს ბაზარზე ინტერნეტ მაღაზია და აუქციონი, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს კლიენტებზე.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის?

მომსახურების მიღება 24/7

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პროდუქციაზე მოქმედებს გარანტია.

პროდუქციის მიწოდება DHL ით საქრთველოს ნებისმიერ ადგილზე, ერთ ორ სამუშაო დღეში.

ჩვენთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი წინადადებით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე [email protected] ჩვენ დაუყონებლივ მოვახდენთ რეაგირებას.

ზეზვა დაღელიშვილი CEO/დამფუძნებელი.

არჩილ ნანობაშვილი web/დეველოპერი

რატი ბოგველი Web მხარდაჭერა

სალი როგავა კურიერი / DHL

თეო კობახიძე ლოჯისტიკა

error: Content is protected !!